воскресенье, 19 марта 2017 г.

დღე მეცხრე

დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.შევქმენით სასწავლო პროექტის გზამკვლევი.ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია ჩვენს საქაღალდეში.ჩვენი საქაღალდე განვათავსეთ ბლოგზე.
განვლილი ტრენინგის კურსით ძალიან კმაყოფილი დავრჩი,ბევრი საინტერესო სიახლე ვისწავლე.გმადლობთ.

воскресенье, 12 марта 2017 г.

დღე მეშვიდე

დღე მეშვიდე
დღეს დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.Intel-ის სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას,განვიხილეთ დამატებითი რესურსები ჩამოვტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში .ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების გეგმაზე.ასევე გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის წესებს.
კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი მუშაობით.

воскресенье, 5 марта 2017 г.

დღე მეხუთე

დღე მეხუთე
დღეს გავეცანით თუ რა არის პუბლიკაცია, პუბლიკაციის საახეებს:პოსტერი, ბროშურა,ბუკლეტი,ფლეიერი, გაზეთი.რა განსხვავებებია მათ შორის.უფრო კონკრეტულად გავეცანით ბროშურის მაკეტს და თუ როგორ მოვამზადოთ ბუკლეტი.
 ჩვენ ვნახეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები და ჩვენ თვითონაც მოვამზადეთ პრეზენტაცია მოსწავლის რანგში.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით ბევრ სიახლეს გავეცანი.

суббота, 4 марта 2017 г.

დღე მეოთხე

დღეს პროექტის თემაზე მოვამზადეთ პრეზენტაცია შევქმენით სლაიდები. თემის შესაბამისი ინფორმაცია,სურათები,საჭირო რესურსები მოვიძიეთ ინტერნეტში, დავაკოპირეტ და ჩავსვით სლაიდებში.ასევე გამოვიყენეთ  პროექტის სასწავლო გეგმის შაბლონი და იქიდან ჩავსვით პროექტის მიზნები,სტანდარტები და ინდიკატორები,საკვანძო კითხვები.
ყველა სლაიდს შევურჩიეთ ფონი და დიზაინი, ასევე დავადეთ მუსიკა.მოვაწყეთ სლაიდ შოუ და შევინახეთ.